ბანაკი გთავაზობთ სათავგადასავლო სერვისების ფართო სპექტრს, რომლებიც ხელმისაწვდომია სეზონურად. დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ სერვისების პაკეტების ველში. კორპორატიული შეკვეთების მსურველები დაგვიკავშირდით ვებ გვერდის, ფეისბუქ გვერდის, ელ. ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით
კლდის მისასვლელები იმერეთის და წალკის რაიონში შედარებით მარტივია. საცოცი მარშრუტების უმეტესობა დღის ძირითად დროს ჩრდილშია, რაც ზაფხულში ცოცვისთვის იდეალურია. მთლიანობაში მარშრუტების რაოდენობა 100-ს აღემატება და მათი საშუალო სიმაღლე შეადგენს 10-25 მეტრს, მარშრუტების სირთულე მერყეობს 5A- 8B შორის
ჩვენი ველოსიპედი ტოპ ბრენდებიდან – Specialized – იდეალურია სატარებლად როგორც მოასფალტებულ გზაზე, ასევე უსწორმასწორო გრუნტზე. ველოტურის მარშრუტები გვაძლევს შესაძლებლობას დავათვალიეროთ განსაცვიფრებელი ხედები კლდის ხეობებში, კანიონებში, ტბებზე და სხვა საინტერესო ადგილებში
მღვიმეები ჭიათურის და წალკის რაიონში შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და გამოუკვლევ საგანძურად და სანახაობად საქართველოში. ისინი სავსეა დარბაზებით, სართულებით, გასაოცარი სტალაქტიტებისა და სტალაგმიტების ფარდებით, რაც ქმნის იშვიათ და ლამაზ სანახაობას.
არიან ადამიანები, რომელთაც კემპინგის გარდა აინტერესებთ მსუბუქი ან ინტენსიური ლაშქრობა ბუნების უკეთ გასაცნობად თუ თავგადასავლების გადასახდომად. ჩვენ ასეთ ვიზიტორებს ვთავაზობთ ლაშქრობის მრავალ შესაძლებლობას რათა მიიღონ დაუვიწყარი გამოცდილება
ჩვენი რაფტინგის ტური არის ისეთი ექსტრმალური გასართობი, რომელსაც ბევრი მსურველი ჰყავს. ჩვენი გამოცდილი ინსტრუქტორი და თანამედროვე აღჭურვილობა უზრუნველყოფს უსაფრთხო ტურს მდინარეებზე და ტბებზე როგორც იმერეთში ასევე რაჭაში, მდინარე რიონზე
ზიპლაინი თანამედროვე სათავგადასავლო ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. დაშბაშის კანიონზე, ჭიათურაში, სოფელ სვერში, ზოდში და კინჩხაში ჩვენ გთავაზობთ ადრენალინით სავსე უსაფრთხო დაშვებას ულამაზეს ხეობებზე და ტყის მასივებზე