ჩვენ შესახებ

ექსტრემალური სათავგადასავლო ბანაკი გახლავთ პიონერული წამოწყება, რომელიც თავგადასავლების მოყვარულებს სთავაზობს აქტიურ და ადრენალინით გაჯერებულ დაუვიწყარ გართობას, კერძოდ აქტივობებს, რომლებიც შეიცავს ბუნებითა და კულტურით სიამოვნების მიღებას ფიზიკური დატვირთულობის კვლადაკვალ. ბანაკს გააჩნია ორი ლოკაცია, სოფელ ბეშთაშენში (წალკის რაიონი) და სოფელ სვერში (ჭიათურის რაიონი). ორივე ბანაკთან ხელმისაწვდომია კლდეზე ცოცვა, ლაშქრობა, ველოტური, მღვიმის ტური, რაფტინგი და ზიპლიანი. ბანაკი აღჭურვილია ყველა საჭირო აღჭურვილობით და შეუძლია მიიღოს სტუმრები ხის კოტეჯში და სპეციალურ საკარვე ადგილებში

ვინ ვართ ჩვენ

ბანაკს ჰყავს ორი დამფუძნებელი პარტნიორი, გუგა და ლევანი. იდეა ბანაკის დაფუძნებაზე გააჩინა ჩვენმა დიდი ხნის სიყვარულმა ჯანსაღი და ექსტრემალური სათავგადასავლო ცხოვრების სტილის მიმართ. როდესაც 2008 წელს პირველად მოვინახულეთ კაცხის სვეტი და მიმდებარე ადგილები, მივხვდით, რომ ეს საქმიანობა ჩვენი ცხოვრების მუდმივი ნაწილი უნდა გამხდარიყო. მოგვიანებით, დავიწყეთ სხვა ადგილების მონახულებაც და მოვიძიეთ სათავგადასავლო აქტივობებისთვის საუკეთესო ადგილები სვერში, დაშბაშის კანიონზე და ა.შ. გამომდინარე აქედან გადაწყვეტილება ბანაკის დაარსებაზე  მივიღეთ საკმაოდ სწრაფად

ბანაკის გუნდი