ვიზიტი მიუნხენში ISPO გამოფენაზე

ბანაკის დამფუძნებლები 2020 წლის 26-29 იანვარს ესწრებოდნენ სპორტული და სათავგადასავლო აღჭურვილობის გამოფენას მიუნხენში, ISPO 2020. ამ ვიზიტის მთავარი მიზანი იყო თანამშრომლობის შესაძლებლობების შესწავლა სათავგადასავლო აღჭურვილობის მწარმოებლებთან და მათი დაინტერესება საქართველოს ბაზრის პერსპექტივით სათავგადასავლო სერვისებში. ჩვენ გვქონდა შეხვედრა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სათავგადასავლო აღჭურვილობის მწარმოებელთან, სადაც განვიხილეთ იმის შესაძლებლობა, რომ ვუმასპინძლოთ მათ გუნდს რათა მათ განსაზღვრონ “ვია ფერატა”-ს განვითარების პოტენციალი საქართველოში, კერძოდ ჭიათურის რეგიონში. მათთან ასევე განვიხილეთ ცოცვის ფესტივალის გამართვაში მხარდსჭერის და სპონსორობის საკითხიც.